ავტორიზაცია

ბონუჩი: "გვარდიოლასთან ერთად მუშაობაზე ვოცნებობდი, მის გუნდში გადასვლა რამდენჯერმე შემეძლო"

ბონუჩი: "გვარდიოლასთან ერთად მუშაობაზე ვოცნებობდი, მის გუნდში გადასვლა რამდენჯერმე შემეძლო"
თარიღი 29 Sep 2021, 18:02

"იუვენტუსის" მცველმა, ლეონარდო ბონუჩიმ განაცხადა, რომ 2020 წლის ზაფხულში "მანჩესტერ სიტის" მთავარი მწვრთნელი, პეპ გვარდიოლა მას თავის გუნდში იწვევდა.

"პეპთან მუშაობაზე ვოცნებობდი. მის გუნდში გადასვლასთან ყველაზე ახლოს 2016 წელს ვიყავი. "სიტისთან" ყველაფერი შეთანხმებული გვქონდა, მაგრამ "იუვენტუსმა" ჩემი გაყიდვა არ ისურვა".

"ამის შემდეგ "მილანში" გადავედი, "სიტიში" გადაბარგება რამდენჯერმე შემეძლო, თუმცა ყოველთვის რაღაცა უშლიდა ამას ხელს".

"გასულ წელს პეპს კვლავ ვესაუბრე. უნდოდა, რომ მასთან გადავსულიყავი, მაგრამ ვუთხარი: "იუვენტუსი" ჩემი სახლია და ამ კლუბში ბედნიერი ვარ"-თქო. მინდოდა "მილანში" გადასვლის გამო ვალი დამებრუნებინა".

"კვლავ გახდე "იუვენტუსის" სიმბოლო - ეს ყველაზე ამაღელვებელი რამაა, რაც ოდესმე კარიერაში გამიკეთებია", - ციტირებს ბონუჩის სიტყვებს The Athletic.

2021/22 წლების სეზონში 34 წლის იტალიელმა უკანახაზელმა "ბებერი ქალბატონის" რიგებში 7 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა. Transfermarkt-ის ვერსიით, მისი სატრანსფერო ფასი 8 მილიონ ევროს შეადგენს.