VIDEO: უხვგოლიანი თბილისური დერბი და საბრძოლო ფრე - 2:2 ლოკომოტივსა და დინამოს შორის
საქართველოს ეროვნული ლიგის 27-ე ტურის ფარგლებში გაიმართა თბილისური დერბი "ლოკომოტივსა" და "დინამოს" შორის, რომელიც დასრულდა უხვგოლიანად, 2:2.
"რკინიგზელების" მხრიდან გოლები გაიტანეს ირაკლი სიხარულიძემ და ნიკა სანდოხაძემ, "ლურჯ-თეთრებიდან" კი ზორან მარუშიჩმა და ბარნს ოსეიმ.
შეგახსენებთ, 27-ე ტური გორის "დილასა" და ბათუმის "დინამოს" შეხვედრით დაიხურება. აჭარლების გამარჯვების შემთხვევაში, სხვაობა კახაბერ ცხადაძის გუნდთან 7 ქულამდე გაიზრდება.