ბარსელონამ ჩემპიონთა ლიგაზე მოუგებელი სერია 5 მატჩამდე გაზარდა - როდის ჰქონდათ კატალონიელებს მსგავსი საშინელი შედეგი?
ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში „ბარსელონა“ სტუმრად „ბენფიკასთან“ განადგურდა.
შეხვედრა „ესტადიო და ლუჟზე“ გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით 3:0 დასრულდა.
რონალდ კუმანის გუნდმა ჩემპიონთა ლიგაზე მოუგებელი სერია 5 მატჩამდე გაზარდა. ასეთი ცუდი შედეგი კატალონიელებს 1997 წლის შემდეგ არ ჰქონიათ.
გასულ სეზონში „ბარსა“ „იუვენტუსთან“ და „პსჟ-სთან“ განადგურდა (0:3, 1:4), შემდეგ პარიზელებთან ფრე ითამაშა (1:1).
ამ გათამაშებაში კი გუნდმა ჯგუფური ეტაპის საწყისი ორი შეხვედრა „ბაიერნთან“ და „ბენფიკასთან“ ერთნაირი ანგარიშით 0:3 დათმო.
ეს 5 შეხვედრა „ბლაუგრანამ“ საერთო ანგარიშით 2:14 დაასრულა.
რაც კიდევ უფრო ტრაგიკულია, კუმანის გუნდს ამ სეზონის 2 მატჩში კარში ზუსტად არცერთი დარტყმაც კი არ განუხორციელებია.