ავტორიზაცია

რას ვუყუროთ დღეს? - ევროპა ლიგა და კონფერენს ლიგა ქართველი ლეგიონერების მონაწილეობით

რას ვუყუროთ დღეს? - ევროპა ლიგა და კონფერენს ლიგა ქართველი ლეგიონერების მონაწილეობით
თარიღი 30 სექ 2021, 10:11

დღეს საღამოს, 20:45 და 23:00 საათებზე ევროპა ლიგის და კონფერენს ლიგის შეხვედრები გაიმართება. საქმეში ჩაერთვებიან ქართველი ლეგიონერებიც, თუმცა ამის გარეშეც, საინტერესო მატჩების დეფიციტი არ არის.

რაც შეეხებათ ჩვენებს, ოთარ კიტეიშვილის "შტურმ გრაცი" საკუთარ კედლებში მიიღებს "პსვ ეინდჰოვენს", გიორგი ჩაკვეტაძის გარეშე დარჩენილი "გენტი" მიიღებს თემურ ქეცბაიას "ანორთოსისს", გიორგი ლორიათი, ნიკა კაჭარავათი და ნიკა ნინუათი შემადგენლობაში.

"რეალ ბეტისი" ესტუმრება "ფერენცვაროშს", რომელშიც კვლავ ვერ ვიხილავთ ლაშა დვალსა და გიორგი ხარაიშვილს. ჯაბა კანკავასა და გურამ კაშიას "სლოვანი" ესტუმრება "პაოკს".

დღეს თამაშში იქნება დავით ხოჭოლავაც, რომლის "კოპენჰაგენი" გუნდ-სენსაციას, "ლინკოლნს" მიიღებს. საინტერესო მატჩების სრული განრიგი კი შემდეგნაირად გამოიყურება:

20:45 - სოსიედადი-მონაკო

20:45 - ნაპოლი-სპარტაკი

20:45 - ზორია-რომა

20:45 - ლეგია-ლესტერი

20:45 - ლიონი-ბრონდბიუ

20:45 - შტურმი-პსვ

20:45 - გენტი-ანორთოსისი

23:00 - ტოტენჰემი-მურა

23:00 - ლაციო-ლოკომოტივი

23:00 - სელტიკი-ლევერკუზენი

23:00 - მარსელი-გალათასარაი

23:00 - ფერენცვაროში-ბეტისი

23:00 - ვესტ ჰემი-რაპიდი

23:00 - ვიტესი-რენი

23:00 - პაოკი-სლოვანი

23:00 - კოპენჰაგენი-ლინკოლნი

ოფიციალურად: ჩაკვეტაძე გამოტოვებს ანორთოსისთან მატჩს, თუმცა მისი ტრავმა სერიოზული არ არის