ავტორიზაცია

ოფიციალურად: ჩაკვეტაძე გამოტოვებს ანორთოსისთან მატჩს, თუმცა მისი ტრავმა სერიოზული არ არის

ოფიციალურად: ჩაკვეტაძე გამოტოვებს ანორთოსისთან მატჩს, თუმცა მისი ტრავმა სერიოზული არ არის
თარიღი 29 სექ 2021, 19:38

ოფიციალურად დადასტურდა, რომ "გენტის" შემტევი ნახევარმცველი, გიორგი ჩაკვეტაძე გამოტოვებს ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის შეხვედრას "ანორთოსისის" წინააღმდეგ.

აღნიშნული ინფორმაცია დაადასტურა ბელგიური გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ჰეინ ვანჰაზებრუკმა, რომელმაც აღნიშნა, რომ ქართველ ფლეიმეიქერს ბარძაყის დაზიანება აქვს.

"ჩაკვეტაძე გამოტოვებს ხვალინდელ შეხვედრას ანორთოსისთან, რადგან მას ბარძაყის ტრავმა აქვს. საგანგაშო არაფერია, რადგან მისი დაზიანება სერიოზული არ არის".

როგორც ვხედავთ, ბელგიელი დამრიგებლის კომენტარი იძლევა ოპტიმიზმის საფუძველს და თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, "ბუფალოების" გამთამაშებელს იუპილერ ლიგის შემდეგ ტურში ვიხილავთ.

შეგახსენებთ, რომ "ლურჯების" ათიანმა თავის გუნდში ზედიზედ ორი შეხვედრა სასტარტო შემადგენლობაში ჩაატარა. "სერკლ ბრიუგესთან" მატჩში კი 22-წლის ჰავბეკი საუკეთესოდაც დასახელდა.