ავტორიზაცია

"კმაყოფილი ვარ, როგორი მონდომებით მუშაობს ჩაკვეტაძე" - გენტის მწვრთნელი

"კმაყოფილი ვარ, როგორი მონდომებით მუშაობს ჩაკვეტაძე" - გენტის მწვრთნელი
თარიღი 26 სექ 2021, 00:15

გენტის მწვრთნელის ჰეინ ვანჰაზებრუკის თქმით, გიორგი ჩაკვეტაძის დაბრუნების შემდეგ ქართველი ნახევარმცველის თავს არსებული სიტუაციით კმაყოფილია.

"კმაყოფილი ვარ იმით, თუ რა მონდომებით მუშაობს ჩაკვეტაძე. გიორგის უკანასკნელ მატჩში დიდი დოზით უხდებოდა თადაცვითი ფუნქციების შესრულება, მაგრამ ეს დიდწილად გუნდის მიზეზით ხდებოდა, რომელიც უკან დიდი ძალებით იხევდა.

მიუხედავად ამისა, მომეწონა, რომ მან თავისი დაცვითი მოვალეობები კარგად შეასრულა და ძირითადად ფლანგიდან გადაცემების ჩაჭრაზე ზრუნავდა," - განაცხადა გენტის მწვრთნელმა სერკლ ბრიუგესთან მატჩის წინ.

გენტისა და სერკლ ბრიუგეს შეხვედრა 26 სექტემბერს, ქართული დროით 18:00 საათზე დაიწყება.

მიმდინარე სეზონში გიორგი ჩაკვეტაძემ 7 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.