ავტორიზაცია

"ჩაკვეტაძეს გუნდში საუკეთესო ფეხები აქვს", - გენტის მწვრთნელი ქართველ შეგირდს აქებს

"ჩაკვეტაძეს გუნდში საუკეთესო ფეხები აქვს", - გენტის მწვრთნელი ქართველ შეგირდს აქებს
თარიღი 27 სექ 2021, 16:23

"გენტის" მთავარმა მწვრთნელმა, ჰაინ ვანჰაზებრუკმა შეაქო თავისი გუნდის შემტევი ნახევარმცველი, გიორგი ჩაკვეტაძე, რომელიც "სერკლ ბრიუგესთან" მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.

"ჩაკვეტაძის დონის ფეხბურთელის ყოლა გენტისთვის დიდი შვებაა. მას ფორმის აღსადგენად საკმარისი დრო აქვს. არ ვჩქარობთ, მივდივართ ნაბიჯ-ნაბიჯ, ეტაპობრივად.

ქართველ შემტევ ნახევარმცველს გუნდში აქვს საუკეთესო ფეხები, თუმცა ის უნდა ათამაშო მხოლოდ მაშინ, როდესაც მზად არის. ამდენი ტრავმის ფონზე, გიორგის თამაშის ხარისხით კმაყოფილი ვარ.

მთავარი არის მისი უარყოფითი პერიოდის ერთხელ და საბოლოოდ დასრულება, ახალი ტრავმებისგან თავის არიდება და სრულფასოვნად გამოჯანმრთელება", - განაცხადა ბელგიელმა.

შეგახსენებთ, რომ უკვე ზედიზედ ორი შეხვედრაა, რაც ბელგიელთა ფლეიმეიქერი სასტარტო შემადგენლობაში ჩნდება. "ბუფალოების" შემდეგი მოწინააღმდეგე იქნება "ანორთოსისი", ევროპა ლიგაზე.