ავტორიზაცია

ჩაკვეტაძე: "ტრავმის მიღების შიში ახლაც მეუფლება"

ჩაკვეტაძე: "ტრავმის მიღების შიში ახლაც მეუფლება"
თარიღი 27 სექ 2021, 13:16

გიორგი ჩაკვეტაძის ფორმაში დაბრუნების პროცესი გრძელდება. ქართველმა შემტევმა ნახევარმცველმა "გენტის" სასტარტო შემადგენლობაში ჩაატარა ზედიზედ მეორე მატჩი და კარგი შეფასებაც დაიმსახურა.

განსაკუთრებით გამოსარჩევია "სერკლ ბრიუგესთან" შეხვედრა, რომელშიც ბელგიური გუნდის ფლეიმეიქერმა გაიფორმა საგოლე გადაცემა და მატჩის საუკეთესო მოთამაშის წოდებაც მიიღო.

"ბუფალოების" გამთამაშებლის კარგი ასპარეზობა არ გამორჩენია ადგილობრივ პრესას, რომელსაც ფეხბურთელმა თავისი ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ უამბო:

"ტრავმებთან ბრძოლას არ ჩაუვლია უკვალოდ და 100% მზად თავს არც ახლა ვგრძნობ. ფეხებში სიმძიმე ვიგრძენი და შეცვლა მოვითხოვე. ტრავმის მიღების შიში ახლაც მეუფლება".

შეგახსენებთ, რომ "ლურჯების" ჰავბეკის ანგარიშზე ბელგიაში გადასვლის შემდეგ არის 74 შეხვედრა, 7 გოლი და 16 საგოლე გადაცემა. "გენტის" 10-იანის სატრანსფერო ფასი ამ დროისთვის 2.7 მილიონი ევროა.