გიორგი ჩაკვეტაძე სერკლ ბრიუგესთან მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა
ბელგიის იუპილერ ლიგის მე-9 ტურში გენტმა სერკლ ბრიუგეს უმასპინძლა და 2-1 მოუგო.
აღნიშნულ მატჩში მასპინძელთა შემადგენლობაში 78 წუთი ითამაშა ქართველმა ნახევარმცველმა გიორგი ჩაკვეტაძემ, რომელმაც 73-ე წუთზე შესანიშნავი საგოლე გადაცემაც გააკეთა.
გიორგი ჩაკვეტაძისთვის აღნიშნული მატჩი დაბრუნების შემდეგ საუკეთესო იყო. 22 წლის ნახევარმცველი შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა და 8.0 ქულაც მიიღო შეფასებად.
მიმდინარე სეზონში გიორგი ჩაკვეტაძისთვის ეს მე-8 მატჩი იყო და მის აქტივში 2 საგოლე გადაცემაა.
9 ტურში გენტს 11 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-12 პოზიციაზეა.