"ბარსელონას ყველა პრობლემას მესი ფარავდა, ახლა ასე აღარ არის", - კუმანი
"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, რონალდ კუმანმა გუნდზე კატალონიელთა ექს-ფორვარდის, ლიონელ მესის გავლენაზე საკუთარი აზრი გამოთქვა.
"მესიმ "ბარსელონაში" ყველა დაჩრდილა. კლუბის ყველა პრობლემას იგი თავისი თამაშითა და ეფექტურობით ფარავდა. ისეთი კარგი იყო, თამაშებს იგებდა".
"რა თქმა უნდა, ლიონელის გარშემო ყოველთვის კარგი ფეხბრთელები იყვნენ, მაგრამ განმსაზღვრელი როლი ჰქონდა. მის ფონზე ყველა უარესად გამოიყურება. ეს კრიტიკა არ არის, ეს დაკვირვებაა".
"ბარსელონაში" მოსვლამდეც ვიცოდი, რამდენად კარგია მესი, მაგრამ ყოველდღე მისი ხილვა ნამდვილი სიამოვნება იყო. ყოველთვის ეფექტური გახლდათ, ზედმეტი მოძრაობების გარეშე", - ციტირებს კუმანის სიტყვებს Voetbal International.
მოგეხსენებათ, 34 წლის არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა "ბარსელონა" გასულ ზაფხულს კონტრაქტის ვადის ამოწურვის შემდეგ დატოვა. რამდენიმე დღეში ლეო "პსჟ"-ში გადავიდა.