ავტორიზაცია

ოქრიაშვილი, კვარა, ჩაკვე! - სანიოლმა ოქტომბრის მატჩებისთვის განაცხადი დაასახელა

ოქრიაშვილი, კვარა, ჩაკვე! - სანიოლმა ოქტომბრის მატჩებისთვის განაცხადი დაასახელა
თარიღი 30 სექ 2021, 12:34

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ოქტომბრის მატჩებისთვის განაცხადი დაასახელა.

2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ორი მატჩისთვის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა 24 ფეხბურთელი გამოიძახა.

მიმდინარე საკვალიფიკაციო ეტაპზე მიღებული ყვითელი ბარათების გამო, გრიგოლ ჩაბრაძე და გურამ კაშია საბერძნეთის წინააღმდეგ ვერ ითამაშებენ. ორივე ფეხბურთელი საწვრთნელ შეკრებას სრულად გაივლის და ეროვნულ ნაკრებთან ერთად კოსოვოს წინააღმდეგ დაგეგმილი მატჩისთვის მოემზადება.

9 ოქტომბერს საქართველოს ეროვნული ნაკრები ბათუმი არენაზე საბერძნეთს უმასპინძლებს. საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე შეხვედრას კი, ჩვენი გუნდი სტუმრად, კოსოვოს წინააღმდეგ 12 ოქტომბერს გამართავს.