მწვრთნელი, რომლის ბარსელონაში დანიშნვაზე ლაპორტა ოცნებობს
როგორც ვიცით, "ბარსელონა" ძალიან ახლოს არის რონალდ კუმანის გაშვებასთან. კატალონიელებს უკავშირებენ ხავი ერნანდესს, რობერტო მარტინესს და კიდევ რამდენიმე თავკაცს.
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, "ბლაუგრანას" პრეზიდენტის, ხოან ლაპორტას ოცნების კანდიდატი ხოსეპ გვარდიოლა არის. კატალონიელები ფუნქციონერი თანამემამულეს უკვე დაუკავშირდა, მაგრამ მისგან მან უარი მიიღო.
საქმე ისაა, რომ "მანჩესტერ სიტის" სპეციალისტს სულაც არ ხიბლავს "ლურჯ-ბროწუელისფრებში" დაბრუნების იდეა და მას თავისი ამჟამინდელი მდგომარეობაც აკმაყოფილებს.
50-წლის ტაქტიკოსის ამჟამინდელი ხელშეკრულება "ქალაქელებთან" გათვლილია 2023 წლამდე, რომლის ამოწურვის შემდეგ ის შვებულების აღებას გეგმავს. გვარდიოლამ არც რომელიმე ნაკრების მწვრთნელობა გამორიცხა.
შეგახსენებთ, რომ კატალონიელი "კამპ ნოუზე" სპეციალისტის რანგში 2008-2012 წლებში მუშაობდა. პეპმა თავის გუნდს მოაგებინა ორი ჩემპიონთა ლიგა, ლა ლიგის სამი ტიტული და კიდევ რამდენიმე ჯილდო.