ავტორიზაცია

ფოტო, რომელიც ზუსტად ასახავს კიეზას ზემოქმედებას მეტოქეებზე - იტალიელმა რუდიგერს სისხლი გაუშრო

ფოტო, რომელიც ზუსტად ასახავს კიეზას ზემოქმედებას მეტოქეებზე - იტალიელმა რუდიგერს სისხლი გაუშრო
თარიღი 30 სექ 2021, 15:34

ტურინის "იუვენტუსისა" და ლონდონის "ჩელსის" დაპირისპირების მთავარ გმირად იქცა მასპინძელთა თავდამსხმელი, ფედერიკო კიეზა, რომელმაც გამარჯვების გოლი გაიტანა.

იტალიელი ფორვარდი 77 წუთის განმავლობაში (სანამ შეცვალეს) უშრობდა სისხლს "არისტოკრატების" მცველებს, განსაკუთრებით კი ანტონიო რუდიგერმა იზარალა.

ინტერნეტში მომენტალურად გავრცელდა ფოტო, რომელიც იქცა გუშინდელი მატჩის ერთგვარ სავიზიტო ბარათად. სურათზე ვხედავთ "ბებერი ქალბატონის" შემტევს, რომელსაც საშინლად შეწუხებული სახით სწორედ გერმანელი მისდევს.

აქვე დავამატებთ, რომ 23-წლის შემსრულებელი შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელადაც დასახელდა. "ბიანკონერის" 22-ე ნომერმა მიმდინარე სეზონში ექვს მატჩში მეორე გოლი გაიტანა.