კონტე: "მგონი, ჩელსი ჯერ კიდევ ვერ მიხვდა, როგორ უნდა გამოიყენოს ლუკაკუ"

„ინტერის“ და „ჩელსის“ მთავარი მწვრთნელის, ანტონიო კონტეს აზრით, ლონდონურმა გუნდმა არ იცის, როგორ უნდა გამოიყენოს რომელუ ლუკაკუ.
ბელგიელი ფორვარდი „სტემფორდ ბრიჯზე“ შვიდწლიანი პაუზის შემდეგ გასულ ზაფხულს, „ინტერიდან“ 115 მილიონ ევროდ დაბრუნდა.
კარიერის საუკეთესო ფეხბურთი საკლუბო დონეზე ლუკაკუმ სწორედ კონტეს ხელმძღვანელობით მილანურ გუნდში აჩვენა.
„ვფიქრობ, ლუკაკუს უკეთ შეუძლია თამაში. ის ისედაც უმაღლეს დონეზე თამაშობს, მაგრამ ფეხბურთელი კარიერის ბოლომდე უნდა პროგრესირებდეს. მატჩების მსვლელობისას რომელუ უფრო აქტიურად უნდა ერთვებოდეს. მასთან წინააღმდეგობა ძალიან რთულია, ის მოედნის ნებისმიერ მონაკვეთში დიდ ხიფათს წარმოადგენს.
თუ ასეთი ცენტრფორვარდი გყავთ, სწორადაც უნდა გამოიყენოთ. მგონი, „ჩელსიმ“ ბოლომდე ვერ გაარკვია, როგორ უნდა გამოიყენოს ლუკაკუ. გასულ სეზონში მათ ასეთი ცენტრფორვარდი არ ჰყოლიათ, მაგრამ ისინი როტაციას მიმართვდნენ.
რომელუ შეტევაში მთავარი უნდა იყოს. თუ კლუბი მიხვდება, როგორ უნდა გამოიყენოს ეს ფეხბურთელი, „ჩელსი“ ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი გახდება.“ - აღნიშნა კონტემ.