"ამ ლიგის კონკიად იქცა", - კონტემ ჩემპიონთა ლიგის სენსაციაზე ილაპარაკა
ცნობილმა იტალიელმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ, ჩემპიონთა ლიგაზე თავისი ყოფილი გუნდის, „ინტერის“ ასპარეზობა შეაფასა.
გასულ სეზონში, კონტემ „ინტერთან“ ერთად ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობა ჯგუფური ეტაპის შედეგად, მე-4 ადგილზე დაასრულა. სამაგიეროდ, სეზონის ბოლოს გუნდი სერია ა-ს ჩემპიონი გახადა.
„ინტერმა დაბალანსებულად ითამაშა. დიახ, „შახტარი“ ბურთს უფრო ხშირად ფლობდა, მაგრამ იტალიურ გუნდს უფრო მეტი საგოლე მომენტი ჰქონდა. „ინტერმა“ მეტოქეს ფიზიკური თვალსაზრისით აჯობა, ამიტომ უკრაინელებმა ფსონი სტანდარტებზე გააკეთეს.
„ინტერისთვის“ მნიშვნელოვანია „შერიფთან“ ორივე მატჩი მოიგოს, რომელიც ამ ჩემპიონთა ლიგის კონკიად იქცა.
„შერიფმა“ ჯგუფის მონაწილეებს ყველა გეგმები აურია, როგორც გასულ წელს ეს „შახტარმა“ გააკეთა.“ - ციტირებს კონტეს სიტყვებს Calciomercato.
შეგახსენებთ, რომ ორი ტურის შემდეგ „ინტერი“ 1 ქულით მე-3 ადგილს იკავებს, „შერიფი“ კი სენსაციურად ცხრილს 6 ქულით ლიდერობს.