"ვიცი, რომ აცდუნებს", - დორტმუნდის დირექტორმა ჰოლანდის მომავალი კლუბი უკვე გაამხილა?!

"დორტმუნდის" აღმასრულებელმა დირექტორმა, ჰანს-იოაჰიმ ვატცკემ გუნდიდან თავდამსხმელ ერლინგ ჰოლანდის შესაძლო წასვლაზე განცხადება გააკეთა.
"ერლინგი დამოუკიდებელი ადამიანია. ნებისმიერ შემთხვევაში, ადრე თუ გვიან, მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო კლუბში ითამაშებს, თუმცა უკვე ასპარეზობს ასეთ გუნდში".
"მიუხედავად ამისა, ვიცი, რომ "რეალი" მას აცდუნებს", - ციტირებს ვატცკეს სიტყვებს გავლენიანი ესპანური გამოცემა AS.
2021/22 წლების სეზონში ჰოლანდმა "დორტმუნდის" რიგებში 8 მატჩი ჩაატარა, 11 გოლი გაიტანა და 4 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.
Transfermarkt-ის ვერსიით, 21 წლის ნორვეგიელი სუპერვარსკვლავის სატრანსფერო ფასი 130 მილიონ ევროს შეადგენს.
აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, ჰოლანდისადმი მადრიდის "რეალი" სერიოზულ ინტერესს იჩენს და სამომავლოდ მის შეძენას გეგმავს.
"გადაწყვეტილება ჯერ არ მიგვიღია", - დორტმუნდის აღმასრულებელი დირექტორი ჰოლანდის მომავალზე