ავტორიზაცია

კომანმა მოთხოვნა წამოაყენა — რა შემთხვევაში გაახანგრძლივებს ფრანგი ბაიერნთან კონტრაქტს?

კომანმა მოთხოვნა წამოაყენა — რა შემთხვევაში გაახანგრძლივებს ფრანგი ბაიერნთან კონტრაქტს?
თარიღი 30 Sep 2021, 23:52

"ბაიერნის" შემტევმა ნახევარმცველმა, კინგსლი კომანმა არ არის გამორიცხული მიუნხენური გრანდის რიგები დატოვოს.

გავრცელებული ინფორმაციით, ფრანგი ფეხბურთელი კლუბისგან მეტ დაფასებას ითხოვს. იგი "რეკორდმაისტერთან" კონტრაქტს გაახანგრძლივებს, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ხელფასს გაუზრდიან.

ამასთანავე, როგორც აღინიშნება, საეჭვოა მიუნხენურმა გრანდმა 25 წლის შემტევის მოთხოვნა დააკმაყოფილოს.

სავარაუდოდ, "ბაიერნი" მომავალ ზაფხულს კომანის გაყიდვას ეცდება, რადგან მის სანაცვლოდ გარკვეული თანხის მიღების ბოლო შესაძლებლობა ექნება, წერს Bild.

უნდა აღინიშნოს, რომ ცოტა ხნის წინ კომანმა აგენტ პინი ზაჰავისთან თანამშრომლობა შეწყვიტა, რომელსაც კინგსლისთვის ინგლისში კლუბის პოვნა ევალებოდა. არ არის გამორიცხული სიტუაციის მთლიანად შეცვლა და კომანის "ბაიერნში" დარჩენაც.

მოქმედი ხელშეკრულების ვადა კინგსლის "ბაიერნთან" 2023 წლის ზაფხულში ეწურება.