ავტორიზაცია

სუარესი: "ბარსელონაში ომია, რომელიც ფეხბურთელებს ზიანს აყენებს"

სუარესი: "ბარსელონაში ომია, რომელიც ფეხბურთელებს ზიანს აყენებს"
თარიღი 01 Oct 2021, 00:13

"ატლეტიკოს" თავდამსხმელმა, ლუის სუარესმა, რომელიც მადრიდულ კლუბში გადასვლამდე "ბარსელონაში" თამაშობდა, კატალონიური გრანდის შესახებ ისაუბრა.

"ბარსელონაში" ომია, რომელიც ფეხბურთელებს ზიანს აყენებს. ამ კლუბზე გაბრაზებული არ ვარ. ზოგჯერ გადაწყვეტილების მიღების ფორმა მტკივნეულია", - ციტირებს ურუგვაელის სიტყვებს Mundo Deportivo.

"მახსოვს ამ კლუბში განცდილი შესანიშნავი მომენტები. ერთად ძალიან რთული საღამოები გავიარეთ, როცა თითოეული ჩვეგნანი ტკივილს და სევდას გრძნობდა".

"როცა "ბარსაში" თამაშობ, ვალდებული ხარ ყველაფერი მოიგო. არ აქვს მნიშვნელობა, რა შემადგენლობა გყავს. ვალდებული ხარ ყველაფერი მოიგო".

"ჩემთვის მტკივნეული იყო, რადგან "ბარსელონას" ყოველთვის ყველაფერს ვაძლევდი. კლუბისთვის ბოლომდე ვიხარჯებოდი, ისინი კი ისე მომექცნენ, რომ ტკივილი მომაყენეს", - დასძინა სუარესმა.

ურუგვაელი "ბარსელონას" ღირსებას 2014 წლიდან 2020 წლამდე იცავდა. სუარესი კატალონიური გრანდის ისტორიაში მეორე საუკეთესო ბომბარდირია. "ლურჯ-ბროწეულისფერთა" რიგებში მან 283 მატჩში 195 გოლი გაიტანა.