"ხავი საკმარისად ჭკვიანია და იცის, რომ უნდა დაიცადოს", - სუარესმა ბარსას ლეგენდას გუნდში მისვლა არ ურჩია
„ბარსელონა“ ახალ მთავარ მწვრთნელს აქტიურად ეძებს, მას შემდეგ რაც რონალდ კუმანი, დაუკმაყოფილებელი შედეგების გამო, გათავისუფლების პირას დადგა.
თუ პრესას დავუჯერებთ, ჰოლანდიელის ბედი გადაწყვეტილია, თუმცა ის გუნდს „ატლეტიკოსთან“ უიქენდის შეხვედრაში მაინც უხელმძღვანელებს, რადგან იქამდე „ბარსა“ შემცვლელის დანიშვნას ვერ მოახერხებს.
კუმანის სიტუაციაზე Sport-თან „ბარსას“ ექს-ფეხბურთელმა, ლუის სუარესმაც ისაუბრა.
„ბარსელონაში ამჟამად არის ომი, რომელიც ფეხბურთელებს ვნებს. მე პირადად ხავის დაცდას ვურჩევ.
ახლა კლუბში მისასვლელად იდეალური დრო არ არის. ის საკმარისად ჭკვიანია და იცის, რომ უნდა დაიცადოს.“ - ციტირებს სუარესის სიტყვებს ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო.
„ბარსელონამ“ ჩემპიონთა ლიგა ორი მარცხით და კარში ზუსტი დარტყმის გარეშე დაიწყო. გუნდს 2 ტურის შემდეგ 0 ქულა აქვს.