ავტორიზაცია

სლოვანის პირველი ქულა, ანორთოსისი კვლავ აგებს - ქართველების ღამე ევროტურნირებზე

სლოვანის პირველი ქულა, ანორთოსისი კვლავ აგებს - ქართველების ღამე ევროტურნირებზე
თარიღი 01 Oct 2021, 01:04

ევროპა ლიგისა და კონფერენს ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-2 ტურის მატჩები დასრულდა.

პირველი ტურის მსგავსად, იდეალური არ გამოსულა ქართველი მოთამაშეებისთვის ხუთშაბათი დღე. .

ევროპა ლიგაზე ოთარ კიტეიშვილის გრაცის შტურმი ნიდერლანდურ პსვ-სთან 1-4 განადგურდა და 2 ტურის შემდეგ ავსტრიულ კლუბს 0 ქულა აქვს, მაგრამ მარცხს რომ თავი დავანებოთ, ამ მატჩში ყველაზე ცუდი ის მოხდა, რომ ოთარ კიტეიშვილმა სანაკრებო მატჩების წინ წვივის დაზიანება მიიღო და 82-ე წუთზე იძულებით შეცვალეს.

გიორგი ხარაიშვილის და ლაშა დვალის ფერენცვაროში ესპანურ ბეტისთან საკუთარ მოედანზე 1-3 დამარცხდა. არცერთი ქართველი ევროპა ლიგის განაცხადში უნგრულმა კლუბმა არ შეიყვანა.

რაც შეეხება კონფერენს ლიგას, გიორგი ჩაკვეტაძის გენტი საკუთარ მოედანზე ქართველების ანორთოსისს დახვდა და 2-0 მოუგო. გიორგი ჩაკვეტაძე ბელგიელთა განაცხადში არ ყოფილა, ხოლო თემურ ქეცბაიამ მხოლოდ ნიკა კაჭარავა ათამაშა, ისიც, 12 წუთით. გიორგი ლორია და ნიკა ნინუა სათადარიგოთა შორის იყვნენ.

პირველი ქულები აიღო ევროტურნირებზე ბრატისლავის სლოვანმა, რომელმაც საბერძნეთში, პაოკის წინააღმდეგ ფრედ, 1-1 ითამაშა.

ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა დავით ხოჭოლავას კოპენჰაგენმა. სლოვაკური სლოვანის შემდეგ დანიელებმა გიბრალტარის ლინკოლნი 3-1 დაამარცხეს. ქართველმა მცველმა 80 წუთი დაჰყო მოედანზე.

სანაკრებო პაუზის დაწყებამდე ქართველი ფეხბურთელები კლუბებში 1 მატჩს გამართავენ და შემდეგ გეზს საქართველოსკენ აიღებენ.