ავტორიზაცია

მამარდაშვილი, მხითარიანი, ზინჩენკო, მალინოვსკი და სხვები - რუსულ მედიაში პოსტ-საბჭოელთა ტოპ 10 შეადგინეს

მამარდაშვილი, მხითარიანი, ზინჩენკო, მალინოვსკი და სხვები - რუსულ მედიაში პოსტ-საბჭოელთა ტოპ 10 შეადგინეს
თარიღი 30 Sep 2021, 14:27

МЯЧ Production-მა შეადგინა პოსტ-საბჭოთა სივცრის ლეგიონერების ათეული. საუბარია იმ ფეხბურთელების შესახებ, რომლებიც თამაშობენ წამყვან ევროპულ კლუბებსა და ლიგებში, 2021/2022 წლების სეზონში.

აღნიშნულ ტოპს არ ჩაუვლია გიორგი მამარდაშვილის გარეშე, რომელიც რუსულმა კონტენტ-გვერდმა მეცხრე ადგილზე გაიყვანა. ქართველი მეკარის შესახებ წერენ შემდეგს:

"მამარდაშვილი ახალგაზრდა მეკარეა, რომელიც ყურადღების ცენტრში მოექცა ჯერ კიდევ თბილისის ლოკომოტივში თამაშის დროს, როდესაც მისმა გუნდმა მოსკოვის დინამო ევროთასებს გამოთიშა.

ქართველი გოლკიპერი დაწინაურდა ვალენსიაში განათხოვრების წესით თამაშით და დიდი ალბათობით მას სრულფასოვნადაც გამოისყიდიან. გიორგიმ უკვე გაიბრწყინა, სილესენს კი სერიოზული კონკურენტი გაუჩნდა", - ასეთია МЯЧ Production-ის აზრი "ღამურების" კარის დარაჯზე.

რაც შეეხებათ სხვა ფეხბურთელებს, საუბარია ჰენრიხ მხითარიანზე, ალექსანდრ ზინჩენკოზე, რუსლან მალინოვსკისა და სხვა ლეგიონერებზე, რომლებიც 2021/2022 წლების სეზონში ყურადღების ცენტრში იქნებიან.

1. რუსლან მალინოვსკი (უკრაინა) - ბერგამოს ატალანტა

2. ალექსანდრ გოლოვინი (რუსეთი) - მონაკო

3. რომან იარემჩუკი (უკრაინა) - ლისაბონის ბენფიკა

4. ალექსანდრ ზინჩენკო (უკრაინა) - მანჩესტერ სიტი

5. ელდორ შომუროდოვი (უზბეკეთი) - რომა

6. ჰენრიხ მხითარიანი/სარკის ადამიანი (ორივე სომხეთი) - რომა/ჰოფენჰაიმი

7. ალექსეი მირანჩუკი (რუსეთი) - ბერგამოს ატალანტა

8. ვიქტორ კოვალენკო (უკრაინა) - სპეცია

9. გიორგი მამარდაშვილი/დენის ჩერიშევი (საქართველო/რუსეთი) - ორივე ვალენსია

10. ანდრეი იარმოლენკო (უკრაინა) - ვესტ ჰემი