ავტორიზაცია

As-ი მამარდაშვილის ვალენსიურ მომავალზე: "მოლაპარაკებების პროცესი მიმდინარეობს"

As-ი მამარდაშვილის ვალენსიურ მომავალზე: "მოლაპარაკებების პროცესი მიმდინარეობს"
თარიღი 27 სექ 2021, 11:42

ავტორიტეტულმა და გავლენიანმა As-მა "ვალენსიას" მეკარეს, გიორგი მამარდაშვილს სიახლე მიუძღვნა. ესპანური პრესა ქართველი გოლკიპერის პერსპექტივების შესახებ წერს:

"შეცვლა და სათადარიგოთა სკამზე ჯდომა არავის სიამოვნებს, მიუხედავად იმისა, რომ მამარდაშვილი ვალენსიას მთავარი გუნდის მეკარედ თავიდან საერთოდ არ განიხილებოდა.

მას აქვს ძირითად შემადგენლობაში თამაშის ამბიცია, თუმცა სილესენის დაბრუნებით, ქართველ გოლკიპერს მორალური დარტყმა არ მიუღია. ის კვლავ ოპტიმისტურად არის განწყობილი.

რაც შეეხება გიორგის მომავალს, კლუბმა გააქტიურა მოლაპარაკებების პროცესი, რითაც ზამთარშივე სრულფასოვნად გამოსყიდვის შესაძლებლობა უფრო რეალური ხდება.

"ღამურებს" დინამოსთვის მოუწევთ 700 ათასი ევროს გადახდა, რის შემდეგაც კარის დარაჯი კონტრაქტსაც გააფორმებს", - წერს As-ი "მურსელაგოსის" მეკარის შესახებ.

შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა მეკარე "ლოს ჩეს" სასტარტო შემადგენლობაში გამოვიდა ლა ლიგის პირველ ექვს ტურში, მეშვიდე შეხვედრაში კი ძირითადში იასპერ სილესენი აღმოჩნდა.