"მისი შეცდომები ბევრ რამეს შეცვლის" - MARCA მამარდაშვილს აკრიტიკებს
ლა ლიგის გასულ ტურში "ვალენსია" სტუმრად "სევილიას" დაუპირისპირდა და 1:3 დამარცხდა.
ღამურების ქართველმა მეკარემ გიორგი მამარდაშვილმა ცუდი მატჩი ჩაატარა და საშინელი შეცდო,ები დაუშვა.
გავლენიანი ესპანური გამოცემა MARCA კი ქართველს აკრიტიკებს და წერს, რომ მას ძირითადში დიდი დრო არ უწერია.
"ლა ლიგის პირველ ტურებში ბორდალასი მამარდაშვილს ენდო და პირველ 3 მატჩში მან ყველანაირი ნდობა გაამართლა.
მეოთხე ტურიდან კი მან შეცდომების დაშება დაიწყო. ხეტაფესთან მამარდაშვილის შეცდომას გოლი მოჰყვა, რომელიც VAR-მა გააუქმა.
შემდეგ იყო რეალთან დაშვებული შეცდომა და ბენზემას გოლი, სევილიასთან კი ყველა გოლი მისი დამსახურებით გავიდა.
მამარდაშვილის შეცდომებმა ბევრი რამ შეცვალა და სილესენს კარი გაუხსნა, რომ მომავალი ტურიდან ვალენსიას ძირითადი მეკარე გახდეს", - წერს ესპანური გამოცემა