"რეალის ფეხბურთელები მხოლოდ ტელევიზორში ჰყავდა ნანახი" - მამარდაშვილის მამის სრული ინტერვიუ
20 წლის ქართველი მეკარე გიორგი მამარდაშვილი ლა ლიგის ზედიზედ 6 მატჩი "ვალენსიას" ძირითად შემადგენლობაშია.
არადა, 2 თვის წინ მამარდაშვილი "ლოკომოტივის" მეკარე იყო და საქართველოს ჩემპიონატში თამაშობდა.
"რეალის ფეხბურთელები გიორგის მხოლოდ ფლეისთეიშენში და ტელევიზორში ჰყავდა ნანახი. თამაშის შემდეგ მითხრა, შემეძლო ისტორია დამეწერა და რეალთან გოლი არ გამეშვაო. მისთვის ეს უდიდესი გამოცდილება იყო!” - განაცხადა მამარდაშვილის მამამ.
GOAL.GE-მ გიორგი მამარდაშვილის მამასთან, დავით მამარდაშვილთან ინტერვიუ ჩაწერა, რომელსაც სრულად გთავაზობთ.