"ბარსელონას დატოვებამდე რამდენიმე დღით ადრე, მესი მე მესაუბრა", - სუარესი
"ბარსელონას" ყოფილმა თავდამსხმელმა, ლუის სუარესმა, ლიონელ მესის წასვლის შესახებ განცხადება გააკეთა. ურუგვაელმა ფორვარდმა აღნიშნა, რომ კატალონიის დატოვების წინ, ის სწორედ თავის მეგობარს ესაუბრა.
"ბარსელონას დატოვებამდე რამდენიმე დღით ადრე, მესიმ კლუბში დარჩენის სურვილი გამოთქვა. მისი მიზანი იყო კარიერის დასრულება სწორედ კატალონიაში და არა სხვაგან.
სამწუხაროა, რომ არგენტინელ თავდამსხმელს ჩანაფიქრი არ გამოუვიდა. წარმატებებს ვუსურვებ მას თავის ახალ თავგადასავალში", - განაცხადა მადრიდის "ატლეტიკოს" შემტევმა.
შეგახსენებთ, რომ "ბლაუგრანას" ექს-კაპიტანი გადავიდა "პარი სენ-ჟერმენში", თავისუფალი აგენტის სტატუსით, ანუ სრულიად უფასოდ. "ლურჯ-ბროწეულისფრებმა" უფასოდ დათმეს თავიანთი ყოფილი 9-იანიც, "როხიბლანკოსთვის".
"ინდიელებში" გადასვლის შემდეგ, 34-წლის ბომბარდირმა მოიგო ლა ლიგის ჩემპიონობა. აღსანიშნავია, რომ დიეგო სიმეონეს გუნდი საჩემპიონო რბოლაში წელსაც არის.
"რონალდუზე და მესიზე წინ დღეს სალაჰი დგას", - ლივერპულის ყოფილი თავდამსხმელი