საქართველოს ნაკრების 24-კაციანი განაცხადიდან სექტემბერში გოლი 3-მა ფეხბურთელმა გაიტანა

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ოქტომბრის მატჩებისთვის 24-კაციანი სია დაასახელა.
აღნიშნულ 24 ფეხბურთელში მხოლოდ 3 მოთამაშეა ისეთი, ვინც სექტემბერში გოლის გატანა მოახერხა.
გიორგი მიქაუტაძემ სექტემბერში 4 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 4 გოლი გაიტანა. აქედან, ბელგიის თასზე, ჰეთ-თრიქი ლოკერენის წინააღმდეგ.
ზურიკო დავითაშვილმა სექტემბერში 4-ჯერ ითამაშა და რუსეთის თასზე ერთხელ გაიტანა.
მესამე ფეხბურთელი კი, ვინც გოლი გაიტანა სექტემბერში, ბათუმის დინამოს ნახევარმცველი ვლადიმერ მამუჩაშვილია, რომელმაც 2-ჯერ გამოიჩინა თავი.
საქართველოს ნაკრები ოქტომბერში 2 შეხვედრას ჩაატარებს. 9 ოქტომბერს, ბათუმში, საბერძნეთის წინააღმდეგ, ხოლო 12 ოქტომბერს კოსოვოსთან სტუმრად.