ავტორიზაცია

"ფეხბურთში არასდროს იცი, ხვალინდელი დღე რას გიმზადებს", - რობერტო მარტინესმა ბარსელონაში შესაძლო დანიშვნაზე ილაპარაკა

"ფეხბურთში არასდროს იცი, ხვალინდელი დღე რას გიმზადებს", - რობერტო მარტინესმა ბარსელონაში შესაძლო დანიშვნაზე ილაპარაკა
თარიღი 01 ოქტ 2021, 17:55

ბელგიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რობერტო მარტინესმა, „ბარსელონაში“ შესაძლო დანიშვნაზე კომენტარი გააკეთა.

გავრცელებული ინფორმაციით, „ბარსა“ მზადაა ესპანელ მარტინესში 1.8 მილიონი ევრო გამოსასყიდი თანხა გადაიხადოს და ის კუმანის შემცვლელად დანიშნოს.

„ბარსელონასთან“ არანაირი კონტაქტები არ მქონია. ფეხბურთში არასდროს არ იცი, რას მოგიტანს ხვალინდელი დღე. თუმცა მე ყოველ დილით ვიღვიძებ და ბელგიის ნაკრებზე ვფიქრობ, რამეთუ მინდა ჩემი კონტრაქტი ბოლომდე შევასრულო.

თუმცა ვიცი, რომ ფეხბურთში შეიძლება მოულოდნელი ამბებიც მოხდეს.“ - ციტირებს მარტინესის სიტყვებს HLN.

რობერტო მარტინესმა სამწვრთნელო კარიერა 2007 წელს „სუონსიში“ დაიწყო, სადაც 2009 წლამდე იმუშავა.

2009-2013 წლებში მან „უიგან ატლეტიკში“ დაჰყო, 2013-2016 „ევერტონში“, რის შემდეგაც უკვე ხუთი წელია ბელგიის ნაკრებს წვრთნის.