ფეხბურთელი, რომლის ხილვაც კლოპს ლივერპულში მომდევნო ზაფხულისთვის სურს
არაერთი ბრიტანული გამოცემა იტყობინება, რომ "ლევერკუზენის" გარემარბმა, მუსა დიაბიმ კარიერა შესაძლოა ინგლისის ჩემპიონატში გააგრძელოს.
ასე და ამგვარად, გავრცელებული ინფორმაციით, საფრანგეთის ეროვნული ნაკრების შემტევის დამატებით "ლივერპული" ინტერესდება.
როგორც აღინიშნება, 22 წლის ფეხბურთელის მერსისაიდულ კლუბში ხილვა პირადად გუნდის მთავარ მწვრთნელს, იურგენ კლოპს სურს.
მიმდინარე სეზონში დიაბიმ, რომელიც "ლევერკუზენში" 2019 წლის ზაფხულიდან ირიცხება, "ფარმაცევტების" მაისურით 9 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და ერთი შედეგიანი პასი გააკეთა.
ახალგაზრდა თავდამსხმელს გერმანულ კლუბთან მოქმედი ხელშეკრულების ვადა 2025 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს. Transfermarkt-ის ვერსიით, მისი სატრანსფერო ფასი 38 მილიონ ევროს შეადგენს.