დენიელ კრეიგი: "კლოპს ვაღმერთებ, კარგი ჯეიმს ბონდი იქნებოდა და რაღაც მხრივ, მასზე უკეთესიც კია"
ყველასათვის კარგად ნაცნობმა დენიელ კრეიგმა იმის შესახებ ისაუბრა, თუ რას ფიქრობს "ლივერპულის" მთავარ მწვრთნელ იურგენ კლოპზე.
ინგლისელმა მსახიობმა გერმანელი სპეციალისტი ჯეიმს ბონდს შეადარა.
"კლოპს ვაღმერთებ, კარგი ჯეიმს ბონდი იქნებოდა. რამდენჯერმე შევხვდი მას. მინდა მის გზას გავყვე, რადგან ლიდერია", - ციტირებს მსახიობის სიტყვებს Sky Sports.
"რამდენიმე ასეთ ადამიანს შევხვედრილვარ. მეორე ალექს ფერგიუსონია. რაღაც მხრივ კლოპი ჯეიმს ბონდზე უკეთესიც კია, გულახდილად რომ ვთქვა", - დასძინა დენიელ კრეიგმა.
ცნობისთვის, კლოპი მერსისაიდულ კლუბს სათავეში 2015 წლიდან უდგას. მოქმედი ხელშეკრულების ვადა მას "ლივერპულთან" 2024 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.