გვარდიოლა: "კლოპის გუნდები დამეხმარნენ გავმხდარიყავი უკეთესი, როგორც მწვრთნელი"
"მანჩესტერ სიტის" მთავარი მწვრთნელი, პეპ გვარდიოლა ფიქრობს, რომ "ლივერპულთან" და იურგენ კლოპთან დაპირისპირებამ პროფესიონალური თვალსაზრისით უფრო უკეთესი გახადა.
"კლოპის გუნდები დამეხმარნენ უკეთესი გავმხდარიყავი, როგორც მწვრთნელი. სხვა დონეზე ასვლაში დამეხმარა, დამაფიქრა, დამემტკიცებინა საკუთარი თავისთვის, უკეთესი გავმხდარიყავი. ეს არის მიზეზი, რის გამოც ჯერ კიდევ ამ საქმით ვარ დაკავებული".
"ლივერპული" ყოველთვის იყო მწვერვალზე. ბოლო ოთხი წელიწადი, ჩვენც და ისინიც, მუდმივად საუკეთესოთა შორის ვიყავით. ეს ყველაზე დიდი კომპლიმენტია", - ციტირებს ესპანელი სპეციალისტის სიტყვებს BBC Sport.
ცნობისთვის, გვარდიოლა "მანჩესტერ სიტიში" 2016 წლიდან მუშაობს და კლუბთან მოქმედი კონტრაქტის ვადა 2023 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.
მოგეხსენებათ, პრემიერ ლიგის მე-7 ტურის ეგიდით, "ლივერპული" "ენფილდზე" "მანჩესტერ სიტის" უმასპინძლებს. აღნიშნული მატჩი 3 ოქტომბერს, თბილისის დროით 19:30 საათზე აიღებს სტარტს.