ავტორიზაცია

"მხრებზე ტვირთი გვაწევს", - ტუხელმა ჩელსის ფეხბურთელების არასახარბიელო მდგომარეობაზე ისაუბრა

"მხრებზე ტვირთი გვაწევს", - ტუხელმა ჩელსის ფეხბურთელების არასახარბიელო მდგომარეობაზე ისაუბრა
თარიღი 01 Oct 2021, 23:28

"ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა, ტომას ტუხელმა განაცხადა, რომ გუნდის ფეხბურთელები ფსიქოლოგიურ დაღლილობას განიცდიან.

"როგორც ჩანს, მხრებზე გარკვეული ტვირთი გვაწევს, ან ეს ჩვენივე მოლოდინიდან მოდის", - ციტირებს გერმანელი სპეციალისტის სიტყვებს Sky Sports.

"რამდენიმე წლის წინ მითხრეს, რომ თუ ფეხბურთელები ასეთ სიტუაციაში ჩავარდნენ, მაშინ შეგიძლია მათ დაემუქრო ან დაამშვიდო, მაგრამ შემთხვევათა 99 პროცენტში უმჯობესი დამშვიდებაა. ამ რჩევას არასოდეს დავივიწყებ".

"ახლა ყველას დამშვიდებაა საჭირო და უნდა გვწამდეს იმის, რასაც ვაკეთებთ. კლუბს მხარდაჭერა სჭირდება, ფეხბურთელებმაც უნდა დაუჭირონ ერთმანეთს მხარი, შემდეგ კი ამ სიტუაციიდან გამოსავალს ვიპოვით", - დასძინა ტუხელმა.

მოგეხსენებათ, "ჩელსიმ" ბოლო ორი მატჩი წააგო, "არისტოკრატები" პრემიერ ლიგის მე-6 ტურში "მანჩესტერ სიტისთან" (0:1) და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში "იუვენტუსთან" (0:1) დამარცხდნენ.