ავტორიზაცია

როცა ჩემპიონთა ლიგაზე ბარსას დუბლს შეუსრულებ — ბენფიკას ფორვარდით 3 გრანდი დაინტერესდა

როცა ჩემპიონთა ლიგაზე ბარსას დუბლს შეუსრულებ — ბენფიკას ფორვარდით 3 გრანდი დაინტერესდა
თარიღი 01 ოქტ 2021, 23:32

"ბენფიკას" თავდამსხმელ დარვინ ნუნიესით რამდენიმე ევროპული ტოპ-კლუბია დაინტერესებული, იტყობინება Record.

ცნობილი პორტუგალიური გამოცემის თანახმად, 22 წლის ურუგვაელის ხელში ჩაგდება "ატლეტიკოს", "ინტერსა" და "მილანს" სურთ.

2021/22 წლების სეზონში ნუნიესმა "ბენფიკას" რიგებში 7 მატჩი ჩაატარა და თავი 6 გატანილი ბურთით გამოიჩინა.

Transfermarkt-ის ვერსიით, ლისაბონელთა ახალგაზრდა ფორვარდის სატრანსფერო ღირებულება ამჟამად 20 მილიონ ევროს შეადგენს.

მოგეხსენებათ, გასულ ოთხშაბათს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის ეგიდით, ნუნიესმა "ბარსელონას" (3:0) დუბლი შეუსრულა.