"ლაპორტას ახალი მწვრთნელი შერჩეული ჰყავს, მაგრამ დირექტორები მხარს არ უჭერენ", - ესპანელი ჟურნალისტი

კატალონიაში მცხოვრებმა ესპანელმა ჟურნალისტმა, ხერარდ რომერომ განაცხადა, რომ "ბარსელონას" პრეზიდენტს, ჟოან ლაპორტას გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე ანდრეა პირლოს დანიშვნა უნდა, რომელიც ამჟამად უმუშევარია.
"პირლო ჟოან ლაპორტას პრიადი ავანტიურაა. "ბარსელონას" პრეზიდენტი ფიქრობს, მას ახალი მწვრთნელების აღმოჩენის ნიჭი აქვს. ამაზე სერიოზულად ფიქრობს".
"თუმცა, დირექტორთა საბჭო ფიქრობს, რომ "ბარსას" მწვრთნელის თანამდებობისთვის უკეთესი ვარიანტებიც არსებობს".
"ლაპორტას პირლო სურს, მაგრამ სპორტული და ტექნიკური დირექტორები მას მხარს არ უჭერენ", - ციტირებს ჟურნალისტის სიტყვებს ესპანური მედია.
მოგეხსენებათ, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში "ბენფიკასთან" (0:3) განცდილი მარცხის შემდეგ, "ბარსადან" რონალდ კუმანის გათავისუფლებაზე ცნობები აქტიურად ვრცელდება.