ავტორიზაცია

"და რატომაც არა?", - გუტი მზად არის ბარსელონას მთავარი მწვრთნელი გახდეს

"და რატომაც არა?", - გუტი მზად არის ბარსელონას მთავარი მწვრთნელი გახდეს
თარიღი 02 Oct 2021, 00:06

"რეალის" ყოფილი ფეხბურთელი, ხოსე მარია გუტი აცხადებს, რომ "ბარსელონას" გაწვრთნის წინააღმდეგი არ არის.

"და რატომაც არა? მინდა გავწვრთნა და ხალხს დავუმტკიცო, რომ გარდა ფეხბურთელის კარიერისა, ყველაფერი მაქვს, რაც საჭიროა, რათა მწვრთნელის რანგშიც მივაღწიო წარმატებას", - ციტირებს ვეტერანი მადრიდელის სიტყვებს AS.

ბოლოს გუტი სეგუნდა დივიზიონის ბინადარი "ალმერიას" მთავარი მწვრთნელი გახლდათ, იქამდე კი თავკაცად "რეალში" მუშაობდა და "ბეშიქთაშში" ასისტენტი იყო.

უნდა აღინიშნოს, რომ 2020 წლიდან ერთ დროს მადრიდული გრანდის ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა უკლუბოდაა.