"არა მგონია, პსჟ-ში სკამზე დიდი დრო გაატაროს", - მანჩინიმ დონარუმას მსოფლიოს საუკეთესო მეკარე უწოდა

იტალიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რობერტო მანჩინიმ "პსჟ"-ს გოლკიპერი, ჯანლუიჯი დონარუმა შეაქო.
"მანჩესტერ სიტის" წინააღმდეგ ბრწყინვალედ ითამაშა. დონარუმა მსოფლიოს საუკეთესო მეკარეა", - ციტირებს სპეციალისტის სიტყვებს Football Italia.
"მიუხედავად იმისა, რომ "პსჟ"-ს კიდევ ერთი ტოპ-მეკარე ჰყავს, არა მგონია, დონარუმამ სკამზე ბევრი დრო გაატაროს", - დასძინა მანჩინიმ.
შეგახსენებთ, პარიზულ კლუბში 22 წლის იტალიელი კიპერის კონკურენტი კოსტარიკელი კარის დარაჯი, კეილორ ნავასია.
დონარუმა "პარი სენ ჟერმენის" რიგებში გასულ სატრანსფერო ფანჯარაზე "მილანიდან" თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა.