ავტორიზაცია

მანჩესტერ სიტიმ ლა ლიგაში სასურველი ცენტრალური მცველი შეარჩია — MARCA

მანჩესტერ სიტიმ ლა ლიგაში სასურველი ცენტრალური მცველი შეარჩია — MARCA
თარიღი 02 ოქტ 2021, 15:29

"ვილიარეალის" ცენტრალურმა მცველმა, პაუ ტორესმა კარიერა შესაძლოა ინგლისის ჩემპიონატში გააგრძელოს.

აღნიშნულ ინფორმაციას ავტორიტეტული ესპანური გამოცემა MARCA ავრცელებს.

როგორც იუწყებიან, 24 წლის ესპანელის ხელში ჩაგდებით "მანჩესტერ სიტია" დაინტერესებული.

გასულ ზაფხულს აქტიურად იწერებოდა იმის შესახებ, რომ პაუ ტორესის დამატება მადრიდის "რეალს" უნდოდა, თუმცა საბოლოოდ ტრანსფერი არ შედგა.

2020/21 წლების სეზონში ტორესმა "ვილიარეალის" რიგებში 44 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 2 შედეგიანი პასი გააკეთა.

Transfermarkt-ის ვერსიით, ესპანეთის ეროვნული ნაკრების წევრის სატრანსფერო ღირებულება ამჟამად 50 მილიონ ევროს შეადგენს.