გვარდიოლა: "ჩემპიონთა ლიგაზე რეალისა და ბარსელონას მარცხი არ გამკვირვებია"
"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ განაცახადა, რომ ჩემპიონთა ლიგაზე "რეალისა" და "ბარსელონას" შედეგებით გაკვირვებული არ დარჩენილა.
"ჩემპიონთა ლიგის შედეგები არ მაკვირვებს. 12 წელია ამ ტურნირში ვთამაშობ და ვგრძნობ, როგორ აიწია დონემ. თითოეული მატჩი შეიძლება სახიფათო გამოდგეს, დიდი გუნდებისთვისაც კი".
"ადრე, როცა ვამბობდი, როგორი რთული იყო მატჩის მოგება, ადამიანები, შეიძლება, არ მისმენდნენ. ამიტომაც, ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრა უნდა იზეიმო".
"როცა ჯგუფურ ეტაპზე მატჩს იგებ, უნდა აღნიშნო. როცა მეოთხედფინალში გადიხარ, უნდა აღნიშნო და ეს მიღწევა დააფასო", - ციტირებს გვარდიოლას სიტყვებს Diario Sport.
შეგახსენებთ, ამ კვირაში "რეალი" შინ ტირასპოლის "შერიფთან" (1:2) დამარცხდა, "ბარსელონა" კი სტუმრად ლისაბონის "ბენფიკასთან" (0:3) განადგურდა.