ავტორიზაცია

"მიხარია, რომ ჩემი მწვრთნელია", - დე ლიგტმა ალეგრი შეაქო და დაახასიათა

"მიხარია, რომ ჩემი მწვრთნელია", - დე ლიგტმა ალეგრი შეაქო და დაახასიათა
თარიღი 02 ოქტ 2021, 17:56

"იუვენტუსის" მცველმა, მატეის დე ლიგტმა გუნდის მთავარი მწვრთნელის, მასიმილიანო ალეგრის შესახებ ისაუბრა.

"ჩემი აზრით, დიდი გამოცდილების მქონე მწვრთნელია. ალეგრიმ "იუვესთან" და "მილანთან" ერთად ბევრი ტიტული მოიგო. მიხარია, რომ ჩემი მწვრთნელია, მინდა უკეთესი გავხდე, რაც ჩემთვის მნიშვნელოვანია".

"ტაქტიკურად ძალიან მეხმარება. მისი გაგებით, მოგება მხოლოდ საჭირო არ არის - ეს ერთადერთი რამაა, რასაც მნიშვნელობა აქვს. ასეთი მენტალიტეტი აქვს", - ციტირებს დე ლიგტის სიტყვებს Football Italia.

შეგახსენებთ, 54 წლის იტალიელი სპეციალისტი "იუვენტუსში" ორწლიანი პაუზის შემდეგ გასულ ზაფხულს დაბრუნდა.