ავტორიზაცია

VIDEO: სამი ქულა სტემფორდ ბრიჯზე რჩება - ჩელსი პრემიერ ლიგის ცხრილში გალიდერდა

თარიღი 02 ოქტ 2021, 20:22

პრემიერ ლიგის მე-7 ტურში „ჩელსიმ“ საკუთარ კედლებში „საუთჰემპტონი“ დაამარცხა.

შეხვედრა „სტემფორდ ბრიჯზე“ გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით 3:1 დასრულდა.

მე-9 წუთზე ანგარიში ჩალობამ გახსნა და პირველი ტაიმის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

61-ე წუთზე უორდ-პრაუსმა პენალტი ზუსტად შეასრულა და ტაბლოზე წონასწორობა აღადგინა.

84-ზე ტიმო ვერნერმა პრემიერ ლიგაშიც შეწყვიტა მშრალი სერია და „ჩელსი“ წინ გაიყვანა, საბოლოო ანგარიში კი 89-ე წუთზე ბენ ჩილველმა დააფიქსირა.

„ჩელსიმ“ 16 ქულა დააგროვა და მინიმუმ ტურის ბოლომდე ცხრილში გალიდერდა.