ანჩელოტი: "ვიმუშავებდი თუ არა მთავარ მწვრთნელად ბარსელონაში?"
მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ, „ბარსელონაში“ შესაძლო დანიშვნაზე გააკეთა კომენტარი.
„ბარსელონასადმი უდიდესი პატივისცემის მიუხედავად, მე საკუთარი წარსულის წინააღმდეგ წასვლა არ შემიძლია.
წარსულში მე „რეალის“ მწვრთნელი ვიყავი და ეს გუნდი ახლაც ჩავიბარე. შესაბამისად, ამას ვეღარაფერს ვუზამ და ჩემს წარსულს ვერ შევეწინააღმდეგები.“ - ციტირებს ანჩელოტის სიტყვებს „რეალის“ ოფიციალური ვებ-გვერდი.
მადრიდული გრანდი პირველად ანჩელოტიმ 2013 წელს ჩაიბარა და იმავე სეზონში გუნდს ჩემპიონთა ლიგა მოაგებინა, თუმცა მომდევნო სეზონის შემდეგ ის გუნდიდან დაითხოვეს.
საინტერესოა, რომ „რეალის“ ლეგენდარულმა ექს-ნახევარმცველმა, გუტი ერნანდესმა ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში დასძინა, რომ „ბარსელონაში“ მუშაობის წინააღმდეგი არ არის.