ჩისკო უოტფორდის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლეს

41 წლის ესპანელი სპეციალისტი ჩისკო მუნიოსი უოტფორდის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლეს.
ამის შესახებ ინფორმაციას უოტფორდის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
ჩისკო უოტფორდში სწორედ დინამო თბილისიდან დაინიშნა 2020 წლის დეკემბერში, თუმცა მან ინგლისურ გუნდში 1 წელიც ვერ იმუშავა.
ამ პერიოდის განმავლობაში ჩისკომ უოტფორდი ჩემპიონშიფიდან პრემიერ ლიგაში აიყვანა მეორე პოზიციიდან, თუმცა პრემიერლიგის საწყის 7 ტურში 2-ჯერ მოიგო, 1 ფრედ ითამაშა და 4-ჯერ წააგო.