ხვიჩა კვარაცხელიამ ნიჟნი ნოვგოროდთან მატჩის შემდეგ სტადიონი ტირილით დატოვა
რუსეთის ჩემპიონატის მე-10 ტურში ყაზანის რუბინმა ნიჟნი ნოვგოროდს უმასპინძლა და 0-1 დამარცხდა.
აღნიშნულ მატჩში გოლის გატანის კარგი შანსი ჰქონდა ქართველ ნახევარმცველ ხვიჩა კვარაცხელიას. 51-ე წუთზე თავისივე მოპოვებული პენალტი გააფუჭა. ანგარიში ამ დროს 0-0 იყო, მალევე ნიჟნი ნოვგოროდმა გაიტანა და ყაზანის რუბინმა წააგო.
ნიჟნი ნოვგოროდთან მატჩის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელია რამდენიმე წუთი მოედანზე მარტო იჯდა და ტიროდა, მასთან თანაგუნდელი ჯორჯე დესპოტოვიჩი მივიდა და წამოაყენა, 20 წლის ნახევარმცველმა სტადიონი ცრემლებით დატოვა.
როგორც ჩანს, საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ზაფხულში ვერშემდგარი ტრანსფერის შემდგომ კვლავ მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია, რაც მის სათამაშო ხარისხზეც აისახება.
10 ტურის შემდეგ ყაზანის რუბინი სატურნირო ცხრილში 14 ქულით მე-8 პოზიციაზეა, ხოლო კვარაცხელიას აქტივში რუბინის მაისურით 10 მატჩი, 1 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა.