"პარიზში ნეიმარი გათამამებულ ცინგლიან ბავშვად იქცა", - პსჟ-ს ყოფილი ფეხბურთელი
"პსჟ"-ს ყოფილმა ნახევარმცველმა, ედუარ სისემ, რომელიც კლუბში 2004 წლიდან 2007 წლამდე ირიცხებოდა, თავდამსხმელ ნეიმარის შესახებ ისაუბრა.
"ბარსაში" მას სქემა ჰქონდა. სუფთად თამაშობდა, მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ცდილობდა დრიბლინგზე წასვლას".
"მისი დავალება დაცვის ჩამოშლა, სხვაობის შექმნა და გენერალ მესისთვის პასის გაკეთება იყო. ამაში იმდენად კარგი გახლდათ, რომ ეს მისი ალტერ ეგო გახდა".
"პსჟ"-ში კი მას ყველა გასაღები დაუთმეს და იმის გაკეთების უფლება მისცეს, რასაც მოისურვებს. და რაღაც მომენტში ნეიმარი დაიკარგა".
"ბრწყინვალე ფეხბურთელია, ვერაფერს ვიტყვი. მაგრამ პარიზში გათამამებულ ცინგლიან ბავშვად იქცა, რომელიც ყველაფერს მართავს", - თქვა სისემ Le Parisien-თან ინტერვიუში.