ავტორიზაცია

ვინ გაწვრთნის ბარსელონას? — ლაპორტამ კუმანის შემცვლელად მთავარი კანდიდატი შეარჩია

ვინ გაწვრთნის ბარსელონას? — ლაპორტამ კუმანის შემცვლელად მთავარი კანდიდატი შეარჩია
თარიღი 03 ოქტ 2021, 16:32

"ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე რონალდ კუმანი შესაძლოა "აიაქსის" დამრიგებელმა, ერიკ ტენ ჰააგმა შეცვალოს.

როგორც გავლენიანი ესპანური გამოცემა Marca იტყობინება, Catalunya Radio-ს ინფორმაციაზე დაყრდნობით, კატალონიელთა პრეზიდენტს, ჟოან ლაპორტას 51 წლის სპეციალისტი მოსწონს.

აღინიშნება, რომ მენეჯერს სწორედ ამსტერდამელთა თავკაცის მიწვევა უნდა, ამ დროისთვის სწორედ იგია "ბარსას" მწვრთნელის პოსტზე დანიშვნის მთავარი კანდიდატი.

ტენ ჰააგის შესაძლო დანიშვნაზე აქამდეც არაერთხელ დაწერილა. რამდენიმე დღის წინ, მან "ლურჯ-ბროწეულისფერთა" რიგებში მისვლის თაობაზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა და თქვა: "აიაქსთან" საქმე მაქვს".

ამ ეტაპზე, "ბარსელონა" ლა ლიგაში მე-9 ადგილს იკავებს. კუმანის გუნდის აქტივში 7 მატჩში მოპოვებული 12 ქულაა.