ტაისონ ფიური: "მიხარია, რომ რონალდუ დაბრუნდა, მაგრამ მანჩესტერი ჩვენ ორისთვის ზედმეტად პატარაა!"
მძიმე წონაში WBC-ის ჩემპიონმა, ტაისონ ფიურიმ სტადიონ "ოლდ ტრაფორდზე", რომლის ტევადობაც 76 ათასი მაყურებელია, ბრძოლის გამართვის სურვილი გამოთქვა.
"ვისურვებდი, რომ მსოფლიო ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლა კვლავ მანჩესტერში გაიმართოს. ყოველთვის ვოცნებობდი "ოლდ ტრაფორდზე" ჩხუბზე. ბოლოს იქ კრის იუბენკმა და ნაიჯელ ბენმა იჩხუბეს 1993 წელს, მაგარი იყო".
"ძალიან მიხარია, რომ კრიშტიანუ რონალდუ "ოლდ ტრაფორდზე" დაბრუნდა, მაგრამ ეს ქალაქი ორისთვის ზედმეტად პატარაა!".
"მანჩესტერში რომ ვცხოვრობდე, პრობლემა იქნებოდა. მაგრამ ერთი საათის მანძილზე ვარ, მორკამში, ასე რომ ჩვენს შორის გარკვეული დისტანციაა", - თქვა მოკრივემ Sunsport-თან ინტერვიუში.