VIDEO: მე-5 გოლი ახალ სეზონში - მიქაუტაძემ ბელგიაში კვლავ გაიტანა
ბელგიის ჩემპიონატის მე-10 ტურში სერენისა და ზულტე ვარეგემის მატჩი მიმდინარეობს და მასპინძლები პირველ ტაიმში 2-0 იგებენ.
მე-8 წუთზე ანგარიში საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ გახსნა თერთმეტმეტრიანი დარტყმით.
გიორგი მიქაუტაძე სერენს სექტემბრის დასაწყისში კვლავ 1-წლიანი იჯარით შეუერთდა და მე-5 მატჩში მისთვის გუნდში მე-5 გოლია.