ავტორიზაცია

"ჯადოქარი არ ვარ" - ვილი სანიოლი კვარაცხელიას მდგომარეობაზე

"ჯადოქარი არ ვარ" - ვილი სანიოლი კვარაცხელიას მდგომარეობაზე
თარიღი 03 Oct 2021, 16:46

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ოქტომბრის სანაკრებო მატჩებამდე ქართველ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

ფრანგმა სპეციალისტმა ნაკრების ერთ-ერთი ლიდერის ხვიჩა კვარაცხელიას მდგომარეობაზე ისაუბრა.

"როდესაც რომელიმე კონკრეტულ ფეხბურთელზე ვსაუბრობთ, მინდა გითხრათ, რომ 5 დღეში რაიმეს კარდინალურად შეცვლა შეუძლებელია. ამისთვის, საჭიროა, ჯადოქარი იყო, მე კი არ ვარ, თუმცა, მაინც სწორი კითხვაა. ხვიჩა მხოლოდ 20 წლისაა და შემიძლია იმის თქმა, რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია.

მისიც მესმის. ძნელია, როდესაც ამხელა აჟიოტაჟია ატეხილი, ემოციებს გაუმკლავდე. მაქსიმუმს გავაკებთ, რომ თამაშამდე მას ფსიქოლოგიურადაც დავეხმაროთ და მაქსიმლურად კარგად მოვემზადოთ.

აცილებული პენალტი? ზიკოს, ბაჯოსა და მბაპეს აუცილებით. ეს ფეხურთია, ყველას მოსდის. პენალტის გაცუდება არაფერს ნიშნავს და მოთამაშის ხარისხს ნამდვილად არ განსაზღვრავს. კვარაცხელია ნიჭიერი ფეხბურთელია, თავდაჯერებული უნდა იყოს და მხარშიც უნდა დავუდგეთ. მჯერა, რომ ის ამჯერადაც მაქსიმალურად დაიხარჯება. მან კარგად იცის, რას ველი მისგან მოედანზე," - განაცხადა ვილი სანიოლმა.

საქართველოს ნაკრები ოქტომბერში 2 შეხვედრას გამართავს. 9 ოქტომბერს საბერძნეთის წინააღმდეგ საკუთარ მოედანზე, ხოლო 12 ოქტომბერს კოსოვოსთან.