ავტორიზაცია

VIDEO: გოოოოოოოლ! მიქაუტაძემ ბელგიის ჩემპიონატში დუბლი გაიფორმა

თარიღი 03 ოქტ 2021, 19:37

ბელგიის ჩემპიონატის მე-10 ტურში სერენისა და ზულტე ვარეგემის მატჩი მიმდინარეობს და მასპინძლები მეორე ტაიმში 4-1 იგებენ.

მე-8 წუთზე გატანილი გოლის შემდეგ, 71-ე წუთზე საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ დუბლი გაიფორმა.

გიორგი მიქაუტაძე სერენს სექტემბრის დასაწყისში კვლავ 1-წლიანი იჯარით შეუერთდა და მე-5 მატჩში მისთვის გუნდში მე-5 გოლია.