VIDEO: საგურამოდან დაძრულმა ლოკომოტივმა საბურთალოს მეტროს ხაზი აიღო - 3:2 დერბიში!
საქართველოს ეროვნული ლიგის 28-ე ტურში, საგურამოში გამართულ თბილისურ დერბიში "ლოკომოტივი" "საბურთალოს" დაუპირისპირდა. გაიმარჯვეს მასპინძლებმა, 3:2.
"რკინიგზელების" მხრიდან გოლები გაიტანეს ირაკლი სიხარულიძემ, თემურ შონიამ და მამია გავაშელიშვილმა. მაშინ, როდესაც ტაბლოზე ციმციმებდა 3:0, "საბურთალომ" დაიწყო ქამბექის გამოდნობა, 87-ე წუთზე ჯერ დმიტრო მანდრიჩენკომ გაიტანა, 92-ზე კი ნიკოლოზ მალმა. როგორც ვხედავთ, სტუმრებს სულ ცოტა დააკლდათ.