გვარდიოლა: "აი, რატომ არის პრემიერ ლიგა მსოფლიოში საუკეთესო"

„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ, „ლივერპულთან“ ფრედ (2:2) დასრულებული მატჩი შეაფასა.
„ეს იყო თამაში. აი, რატომ იყვნენ „მანჩესტერ სიტი“ და „ლივერპული“ ბოლო წლებში ტოპებს შორის, იმიტომ რომ ასე ვცდილობთ თამაშს. სამწუხაროდ, ვერ მოვიგეთ - თუმცა, არც წავაგეთ.
აი, რატომ არის პრემიერ ლიგა - საუკეთესო. მართლა კარგი იყო, რეალურად ძალიან მომეწონა.
შედეგი ისეთია, როგორიც არის და მას ვერ შევცვლით. ვიცი, რა რთულია ამ ფეხბურთელებთან და მწვრთნელთან თამაში. ყოველ ჯერზე ეს ჩვენთვის უფრო და უფრო რთული გამოცდაა.
ის, თუ როგორ ითამაშა „სიტიმ“ „ჩელსის“, „პსჟ-ს“ წინააღმდეგ და დღეს, აჩვენებს რომ შესანიშნავი გუნდი ვართ, როცა ვაგებთ ისე, როგორც პარიზში, ან ვთამაშობთ ფრეს ისე, როგორც დღეს - ძალიან კარგია.
ვლოცულობ, რომ ასეც გავაგრძელოთ და ფეხბურთელები ნაკრებებიდან უპრობლემოდ დაგვიბრუნდნენ.“ - აღნიშნა გვარდიოლამ.